iილიას მარშრუტი

iილიას მარშრუტი

Saturday, January 23, 2016

გაკვეთილის გეგმა:

https://docs.google.com/document/d/1Obe3gJ1Bk5kCHx0vE6cxYh4Qy2B8UAgXSgxV-wLYvhg/pubhttps://docs.google.com/document/d/1Obe3gJ1Bk5kCHx0vE6cxYh4Qy2B8UAgXSgxV-wLYvhg/pub

Saturday, March 22, 2014

მგზავრის წერილები

ეპოქისა და ნაწარმოების დაკავშირება
“მგზავრის წერილები” ერთი კონკრეტული ნაწარმოები კი არ არის, არამედ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი პროგრამა, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა XIX  საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის მიმართულება.  ნაწარმოების გმირები  ნათლად აჩენენ სხვადასხვა პრობლემის არსსა და გადაჭრის გზას. თუკი რუსი “იამშჩიკის” სახით ილიამ ჩამორჩენილი რუსეთის სახე აჩვენა, ფრანსიელი  განვითარებული და მოწესრიგებული ევროპის სიმბოლურ სახედ გვევლინება. “მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულმუცელი” – ამბობს ფრანგი და თან სიცილით შეჰყურებს “პოვოსკასა” და მთელ რუსეთს. თუმცა განუვითარებელი რუსეთი საქართველოს არ თმობდა და არც წინ წასვლის საშუალებას აძლევდა. რუს ხალხს ქართველები გაუნათლებელი და მდაბიონი წარმოედგინათ  და თავი  მათ გადამრჩენელად დაესახათ. “ბარაქალა მართმადიდებელ რუსეთს! სახელი და დიდება! საცა ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას”- ამბობს რუსი ოფიცერი და თავისი ჭკუითა და გონებით ტრაბახობს ქართველთან, რომელიც სინამდვილეში მასზე გონიერიც იყო, ჭკვიანიც და განათლებულიც.
ავტორი საზოგადოებაზეც საუბრობს. იგი “ჭკვიანურ საბუთად” მიიჩნევს ხალხის დამოკიდებულებას თერგდალეულებისადმი. ამიტომ ირონიით აღნიშნავს, რომ მას თერგისთვის არც კი შეუხედავს. ავტორი საუბრობს იმ ოთხ წელიწადზე, რომელიც მან რუსეთში გაატარა და ამავე დროს, ამხელს იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სამშობლო რუსეთის ჩინებზე გაცვალეს და განათლება მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს. საზოგადოება შეცვლილიყო, “ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! ერთურთს დავეყუდნით, ერთურთს ვიხვეწებდნით”. იმ დროისთვის კი საკუთარი ბედნიერების და კარგად ყოფნის გამო სხვაზე აღარავინ ზრუნავდა, გული არც ერთმანეთის და არც სამშობლოს დასახმარებლად აღარ მიუწევდათ. მრუშობამ და ღალატმა მოიცვა მთელი ერი. სწორედ ამ საკითხზე საუბრობს ერთ-ერთი პერსონაჟი ლელთ ღუნია.
სამხედრო გზამოხევე გულისტკივილით  იხსენებს ძველ დროს, როდესაც ადამიანები ქვრივ-ობლებს, გაჭირვებულებსა და დაცემულებს ეხმარებოდნენ. მაშინ მტრის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ და ხმლით იგერიებდნენ მას. თუმცა მშვიდობა არ იყო, მაგრამ ხალხი ერთსულოვანი იყო, ბრძოლაში სახელს ითქვამდნენ და ამით სარჩო-საბადებელსაც შოულობდნენ. ყველაზე მეტად კი აწუხებს, რომ თავისუფლების დაკარგვამ ტრადიციებისა და ერთობის დაკარგვაც გამოიწვია.
ავტორის თანამედროვე დრო სრულიად განსხვავდებოდა ძველი დროისგან. ლელთ ღუნია ფიქრობდა, რომ  ”ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი, ანგარი გვერივნის, ერთ-სულობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდის”. მტერი და მოყვარე რთული გასარჩევი გახდა. მაწიოკებლის წინააღმდეგ კი იარაღსაც ვეღარ იყენებდნენ. მათ სახლებს ახლა ვაჭრები იკლებდნენ. “მთის კაცი მახევე სვამეხის კერძია”. მათგან თავდასაცავად კი აღარც ხმალი ჭრიდა და აღარც სიტყვა. ყველა ცალ-ცალკე იბრძოდა საკუთარი ბედნიერებისთვის, საერთო საქმე კი არ კეთდებოდა. დამოუკიდებლობადაკარგული ერი მისი აღდგენისთვის აღარ იბრძოდა. უხმარ სატევარს კი ჟანგი ედება, “უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის”. ქართველების უმოქმედობამ მათ შორის შურსა და ბოროტების გაღვივება გამოიწვია. ამ ყველაფრის მამხილებელია “მგზავრის წერილები” და, ზოგადად, ილია ჭავჭავაძის შემოქმედება.

Wednesday, February 5, 2014

       ,, სადამდე მივდივართ... ’’
ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობთ, ერი რომელმაც ბევრი დაბრკოლება გადალახა, ადამიანები რომლებმაც დღემდე მოაღწიეს და რომელთაც დაიპყრეს მაღალი მწვერვალები, ახლა იმავე მწვერვალებიდან ეშვებიან უფსკრულისაკენ. როგორი ეგოისტები და უგუნურები გავხდით ადამიანები. საკუთარ გარემოში უმიზეზოდ და უმისამართოდ დავაბიჯებთ, სამყაროც ცივი იმიტომაა, რომ თავად ვართ ცივი და უგუნურნი. შენ თესავ და შენ იმკი, შენ ქმნი და შენვე იღებ შედეგს, შენ ირჩევ გზას .. და ვინც არჩეულ გზაზე წესებს არღვევს და საკუთარ ღირებულებებს ივიწყებს, სწორედ მას უცივდება გრძნობები - ღმერთი, სიყვარული, მეგობრობა, მარადისობის კანონი ავიწყდება და სამწუხარო იცით რა არის?  იცით რამ შეუწყო ხელი ადამინთა გაცივებას ? იცით რის გამო ეშვებიან დაპყრობილი მწვერვალებიდან? იცით რა უკარგავს ადამიანურ გრძნობებს?   საკუთარი გააზრებული , უნაყოფო საქციელი, ფუჭი მოქმედება და უვიცობა. აი, კიდევ ერთი აქტუალური პრობლემა ადამიანთა დაღუპვისა, ყოველივე ეს კი შობს უგუნურებას და: 
,, უგუნური კაცი შეიძლება ყოველგვარმა მოძღვრებამ გაიტაცოს.’’
  ეს ფრაზა მოწმობს შედეგს, შედეგი კი ისაა, რომ ვიცვლით რჯულს, ვიმყოფებით სხვისი მონობის ქვეშ, ვკარგავთ თავისფლებას  და ან კიდევ სიცოცხლეს ვასრულებთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
მიუხედავად იმისა ვიცით, რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს უნაყოფო საქციელს მაინც მარტივისაკენ მივიწევთ, რაც ადვილია იმის გაკეთებას ვცდილობთ. მარტივი ლოგიკაა თუმცა, როგორ უნდა გაამტყუნო უცოდინარი კაცი ?
   ,, უცოდინარი, უსწავლელი კაცი ისეთია, როგორც ჯარისკაცი - უიარაღოდ; ყანა - უწვიმრად; ირემი - უთვლოდ; მწერალი - უკალმოდ; ცა - უვარსკვლავოდ; კაკალი - უგულოდ;
  არც მათ არ აქვთ ჯარისკაცის იარაღი, მწერლის კალამი და ირმის თვალი, რათა საკუთარი ინტერესები დაიცვან, გადარჩენისათვის იზრუნონ და რაც მთავარია ღირებული გააკეთონ.  უფალი გვმოძღვრავდა:
  ,,მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით, მე არ ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ და  თუ თქვენ არ ხართ ბედნიერი, ნუ დამაბრალებთ მე.’’
უფლისაკენ გზა არცთუისე ადვილია და სწორედ ამან აქცევინა ზურგი ადამიანებს და გაუკვალა გზა უგუნურებუსაკენ.
   საინტერესოა თუ გამოიწვია ჩემმა ნათქვამმა მკითხველთა დაინტერესება და დაფიქრება საკუთარ თავში და თუ მოხდა აღიარება ეს უკვე გამარჯვებაა , რადგან აუცილებლად იქნება მცდელობა გამოსწორებისაკენ.
                                                      

                                                                                                        ეპიზოდი  მეხუთე
ადგილი - სტეფანწმინდა
დღე და ღამე


„არის ადამიანის ცხოვრებაში იმისთანა წუთნი მარტოობისა, როცა ბუნებას შენ თითქოს შენსას აგებინებ და იგი თავისას შენ გაგებინებს. ამიტომაც შეგიძლია სთქვა, რომ მარტოობაშიც არსად  მარტო არა ხარ„
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვერდით მეგობარი არ გყავდეს, ბუნებასთან პოულობ საერთო ენას. შენ შენს ტკივილს უზიარებ, ის კი თითქოს გიგებს და გაიმედებს. ასე რომ
 ხშირად ადამიანი მარტოობისას გაცილებით ნაკლებად მარტოსულია(ბაირონი)

ღამეში ბუნება ჩუმი , მიძინებული და წყნარია, ამიტომ მარტოობა ადვილი მოსაპოვებელია.ისევე როგორც თერგისა და მყინვარის შემთხვევაში ,  დღისა და ღამის შედარების დროსაც ილია მჩქეფარე და დაუდეგარ დღეს ემხრობა. იგი გვიწვევს ჩვენ ცხოვრებაში საბრძოლველად, ის არ გვიმალავს , რომ ეს ცხოვრება „ტანჯვაა, წვალება , ბრძოლა და ვაი ვაგლახი „. სხვა გზა სხვა ხსნა არ არის , ან ბრძოლა ან სიკვდილი. შეუძლებელია ბრძოლისთვის მზადყოფნა წყნარ და მშვიდობიან ღამეში.ილია მჩქეფარე ცხოვბის გზას დასდგომოდა, რომელსაც აყოვნებდა, ელფერს უკარგავდა ბნელი ღამე.   ილია წერს :
„ჰოი, ბნელო ღამევ! მეჯავრები შენ მე. შენის კალთის ქვეშა,ვინ იცის ... რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა სჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად? შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა,რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან. ჰოი, ბოროტო,წარვედ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!.. „



                                                                                                            ნათია ბარბაქაძე