iილიას მარშრუტი

iილიას მარშრუტი

Wednesday, February 5, 2014

       ,, სადამდე მივდივართ... ’’
ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობთ, ერი რომელმაც ბევრი დაბრკოლება გადალახა, ადამიანები რომლებმაც დღემდე მოაღწიეს და რომელთაც დაიპყრეს მაღალი მწვერვალები, ახლა იმავე მწვერვალებიდან ეშვებიან უფსკრულისაკენ. როგორი ეგოისტები და უგუნურები გავხდით ადამიანები. საკუთარ გარემოში უმიზეზოდ და უმისამართოდ დავაბიჯებთ, სამყაროც ცივი იმიტომაა, რომ თავად ვართ ცივი და უგუნურნი. შენ თესავ და შენ იმკი, შენ ქმნი და შენვე იღებ შედეგს, შენ ირჩევ გზას .. და ვინც არჩეულ გზაზე წესებს არღვევს და საკუთარ ღირებულებებს ივიწყებს, სწორედ მას უცივდება გრძნობები - ღმერთი, სიყვარული, მეგობრობა, მარადისობის კანონი ავიწყდება და სამწუხარო იცით რა არის?  იცით რამ შეუწყო ხელი ადამინთა გაცივებას ? იცით რის გამო ეშვებიან დაპყრობილი მწვერვალებიდან? იცით რა უკარგავს ადამიანურ გრძნობებს?   საკუთარი გააზრებული , უნაყოფო საქციელი, ფუჭი მოქმედება და უვიცობა. აი, კიდევ ერთი აქტუალური პრობლემა ადამიანთა დაღუპვისა, ყოველივე ეს კი შობს უგუნურებას და: 
,, უგუნური კაცი შეიძლება ყოველგვარმა მოძღვრებამ გაიტაცოს.’’
  ეს ფრაზა მოწმობს შედეგს, შედეგი კი ისაა, რომ ვიცვლით რჯულს, ვიმყოფებით სხვისი მონობის ქვეშ, ვკარგავთ თავისფლებას  და ან კიდევ სიცოცხლეს ვასრულებთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
მიუხედავად იმისა ვიცით, რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს უნაყოფო საქციელს მაინც მარტივისაკენ მივიწევთ, რაც ადვილია იმის გაკეთებას ვცდილობთ. მარტივი ლოგიკაა თუმცა, როგორ უნდა გაამტყუნო უცოდინარი კაცი ?
   ,, უცოდინარი, უსწავლელი კაცი ისეთია, როგორც ჯარისკაცი - უიარაღოდ; ყანა - უწვიმრად; ირემი - უთვლოდ; მწერალი - უკალმოდ; ცა - უვარსკვლავოდ; კაკალი - უგულოდ;
  არც მათ არ აქვთ ჯარისკაცის იარაღი, მწერლის კალამი და ირმის თვალი, რათა საკუთარი ინტერესები დაიცვან, გადარჩენისათვის იზრუნონ და რაც მთავარია ღირებული გააკეთონ.  უფალი გვმოძღვრავდა:
  ,,მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით, მე არ ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ და  თუ თქვენ არ ხართ ბედნიერი, ნუ დამაბრალებთ მე.’’
უფლისაკენ გზა არცთუისე ადვილია და სწორედ ამან აქცევინა ზურგი ადამიანებს და გაუკვალა გზა უგუნურებუსაკენ.
   საინტერესოა თუ გამოიწვია ჩემმა ნათქვამმა მკითხველთა დაინტერესება და დაფიქრება საკუთარ თავში და თუ მოხდა აღიარება ეს უკვე გამარჯვებაა , რადგან აუცილებლად იქნება მცდელობა გამოსწორებისაკენ.

No comments:

Post a Comment