ეპიზოდი მეხუთე
ადგილი - სტეფანწმინდა
დღე და ღამე
„არის ადამიანის ცხოვრებაში იმისთანა წუთნი მარტოობისა, როცა ბუნებას შენ თითქოს შენსას აგებინებ და იგი თავისას შენ გაგებინებს. ამიტომაც შეგიძლია სთქვა, რომ მარტოობაშიც არსად მარტო არა ხარ„
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვერდით მეგობარი არ გყავდეს, ბუნებასთან პოულობ საერთო ენას. შენ შენს ტკივილს უზიარებ, ის კი თითქოს გიგებს და გაიმედებს. ასე რომ “ხშირად ადამიანი მარტოობისას გაცილებით ნაკლებად მარტოსულია” (ბაირონი)
ღამეში ბუნება ჩუმი , მიძინებული და წყნარია, ამიტომ მარტოობა ადვილი მოსაპოვებელია.ისევე როგორც თერგისა და მყინვარის შემთხვევაში , დღისა და ღამის შედარების დროსაც ილია მჩქეფარე და დაუდეგარ დღეს ემხრობა. იგი გვიწვევს ჩვენ ცხოვრებაში საბრძოლველად, ის არ გვიმალავს , რომ ეს ცხოვრება „ტანჯვაა, წვალება , ბრძოლა და ვაი ვაგლახი „. სხვა გზა სხვა ხსნა არ არის , ან ბრძოლა ან სიკვდილი. შეუძლებელია ბრძოლისთვის მზადყოფნა წყნარ და მშვიდობიან ღამეში.ილია მჩქეფარე ცხოვბის გზას დასდგომოდა, რომელსაც აყოვნებდა, ელფერს უკარგავდა ბნელი ღამე. ილია წერს :
„ჰოი, ბნელო ღამევ! მეჯავრები შენ მე. შენის კალთის ქვეშა,ვინ იცის ... რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა სჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად? შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა,რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან. ჰოი, ბოროტო,წარვედ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!.. „

ნათია
ბარბაქაძე
No comments:
Post a Comment